ფეხბურთი

19:13 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა 3 ჩემპიონატის რეკორდსმენია

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა პრემიერლიგის რეკორდის ავტორი გახდა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით “ქალაქელებმა” ზედიზედ 15 თამაში მოიგეს და ეს ინგლისის ჩემპიონატში მოგებათა ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. “სიტიმ” “არსენალის” მიღწევა (14 გამარჯვება) დაამხო.

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლა ზედიზედ მოგებული თამაშების რაოდენობით გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონატების რეკორდსმენიცაა.

ბუნდესლიგაში გვარდიოლას “ბაიერნმა” 2013-2014 წლების სეზონში მიჯრით 19 მატჩი მოიგო, ხოლო “ბარსელონამ” ლა ლიგაში 2010-2011 წლების სეზონში 16 შეხვედრაში გაიმარჯვა.

0.116473