ფეხბურთი

18:44 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო - სენატისკენ დრიბლინგით

ბრაზილიელი რონალდინიო პოლიტიკაში მიდის. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიის სენატში მოხვედრას ეცდება: მინას-ჟერაისის შტატის სოციალ-ქრისტიანული პარტიის სიით.

მას ოფიციალურად არ წარუდგენია კანდიდატურა, მაგრამ როგორც ბრაზილიაში წერენ, დღეების ამბავია. რონალდინიო ჟაირ ბოლსონაროს გუნდშია, ეს პიროვნება კი ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატია მომავალ არჩევნებში.

ისე, როგორ გინდა, რონალდინიო ფეხბურთის მიღმა სადმე წარმოიდგინო. თანაც, პოლიტიკაში...

თეგებირონალდინიო
0.108821