ფეხბურთი

16:48 | 14.12.2017 | ნანახია 0 - ჯერ

ბატისტუტა: "ექიმებს ფეხის ამპუტაციაც კი ვთხოვე"

არგენტინის ნაკრების, "ფიორენტინას", "რომასა" და "ინტერის" ყოფილმა ვარსკვლავმა გაბრიელ ბატისტუტამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, კარიერის დასრულების შემდეგ რომ შეექმნა:

"ტერფი მძიმე მდგომარეობაში მქონდა. ოპერაცია აუცილებელი იყო და სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ გავიკეთე. ეს რთული ოპერაცია იყო, მაგრამ ღირდა. ზოგჯერ ლოგინიდან ადგომაც კი მიჭირდა და ანტიბიოტიკებს ვსვამდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ციხეში ვიყავი. ერთხელ ექიმთან მივედი და პირდაპირ ვუთხარი, მეტი აღარ შემიძლია, ფეხის ამპუტაციას ვითხოვ-მეთქი. საბედნიეროდ, ოპერაციის შემდეგ აღარ ვიტანჯები" - განაცხადა 48 წლის ბატისტუტამ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063367
სარეკლამო ადგილი - 99
X x X