ფეხბურთი

15:53 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცეცაძე - 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი

გიორგი ცეცაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ხელშეკრულება დღეს გაფორმდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

43 წლის ცეცაძე ბოლოს "სამტრედიაში" მუშაობდა და როგორც იცით, გუნდმა მის ხელში საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. ეს 2016 წელს, გარდამავალ სეზონში.

ასევე, ცეცაძის მიღწევებიდან გამოსარჩევია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაყვანა. ეს 2013 წელს. ცეცაძის გაწვრთნილებმა ელიტ-რაუნდის ჯგუფში ბელგია, შოტლანდია და ინგლისი ჩამოიტოვეს. კიდევ, აღვნიშნოთ გორის "დილაში" წარმატებული მუშაობა.

21-წლამდელთა ნაკრებში ცეცაძემ გია გეგუჩაძე შეცვალა. ნაკრებს შესარჩევ ჯგუფში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ, მხოლოდ 4 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128829