მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრენკ რიბერიმ ბუნდესლიგის მე-16 ტურში, „კიოლნთან“ 1:0 მოგებულ შეხვედრაში საკლუბო რეკორდი დაამყარა.
34 წლის ფრანგი ფეხბურთელი გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც გერმანული გრანდის რიგებში 366 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
წინა რეკორდი - 365 თამაში „ბაიერნის“ ყოფილ ნახევარმცველ ჰასან სალიჰამიჯიჩს ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ სალიჰამიჯიჩმა მიუნხენელთა მაისურით მხოლოდ 48 გოლი გაიტანა, ხოლო რიბერის ანგარიშზე უკვე 112 გოლია.
რიბერის კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.