სულ რამდენიმე თვეში, კავკასიონის გადაღმა, მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება და როგორც იცით, სამუნდიალედ ფეხბურთელების, მწვრთნელების და ქომაგების პარალელურად, არანაკლები მონდომებით ემზადებიან საფეხბურთო ნაკრებების თილისმებად წოდებული ლამაზმანებიც.
აქსელ დესპიგელარე 2014 წელს, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე და ამის შემდეგ, უკვე საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატზე, ბელგიის საფეხბურთო ნაკრების თილისმა გახლდათ და სწორედ ამ გოგონას ეპატაჟურობის მხილველნი იყვნენ სრულიად მსოფლიოს ფეხბურთისა და სილამაზის მოყვარეები.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რუსეთის მუნდიალზეც ბელგიის სინარნარეს სწორედ აქსელი წარმოაჩენს. როგორც ეს ქალბატონი ამბობს, მსგავსად წინა დიდ საფეხბურთო ზეიმებისა, რუსეთშიც არ შეირცხვენს თავს და ძალ-ღონესა და ბარძაყთა ციალს არ დაიშურებს მშობლიური ქვეყნისათვის. ბარაქალა აქსელ-ჯან!...