ფეხბურთი

23:15 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” დე ხეასა და კურტუას შორის არჩევანი გააკეთა

მადრიდის “რეალი” ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მეკარის ყიდვას გეგმავს. “სამეფო კლუბის” ინტერესის სფეროში რამდენიმე კიპერია მოქცეული, მათ შორის ლონდონის “ჩელსის” წევრი ტიბო კურტუა.

როგორც The Independent-ი იტყობინება, ბელგიელი ნომერ პირველი არჩევანია. მადრიდში მიიჩნევენ, რომ დავიდ დე ხეას ტრანსფერის გაჩარხვაზე უფრო ადვილი კურტუასა და “ჩელსის” დაყოლიება იქნება. მდგომარეობას ისიც აადვილებს, რომ ბელგიელს ლონდონელებთან ხელშკრულება 2019 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

აღსანიშნავია, რომ კურტუასა და დე ხეას გარდა, “რეალს” კიდევ ორ მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმასა და კეპა არისაბალაგას უკავშირებენ.

0.111618