ფეხბურთი

22:50 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” კოუტინიოს ზამთარში დაიმატებს

კატალონიის “ბარსელონა” იანვრის სატრანსფერო პერიოდში “ლივერპულის” ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს გაიფორმებს. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, მხარეებს შოროს მოლაპარაკება მიმდინარეობს და დიდი ალბათობით ტრანსფერზე საბოლოო გარიგება მიმდინარე თვის ბოლოს იქნება მიღწეული.

ამჟამად მთავარი დაბრკოლება თანხაა – “ლივერპული” 140 მილიონი ევროს ფარგლებში ითხოვს, ხოლო ესპანელები მზად არიან 90 მილიონი გაიღონ და ამას ბონუსის სახით 30 მილიონიც დამაატონ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” კოუტინიოს შეძენას გასულ ზაფხულს სცდილობდა და ფეხბურთელსაც სურდა “კამპ ნოუზე” გადასვლა, მაგრამ გარიგება არ შედგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118533