უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, გადამწყვეტი პენალტის გატანა არ გასჭირვებია, რადგან დარტყმამდე დაინახა, მეკარე რომელ კუთხეში აპირებდა გადახტომას.
“ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იდეალური მომენტი მქონდა. მსაჯის სასტვენს ველოდებოდი – ვუყურებდი მეკარეს, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. როდესაც გარბენი გავაკეთე, ჩემი ფიქრები შეიცვალა - შევამჩნიე, რომ ბუფონმა ერთ კუთხეში მოძრაობა დაიწყო და ამიტომ მე მეორე კუთხეში დავარტყი. გოლი გავიტანე და ჩემი ოცნება ახდა”, - განუცხადა შევჩენკომ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.
შეგახსენებთ, რომ “მილანმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2003 წელს “იუვენტუსი” პენალტების სერიაში დაამარცხა (3:2). გადამწყვეტი პენალტი კი უკრაინელმა თავდამსხმელმა გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვისაც მართლა გაინტერესებთ შევჩენკოს აზრი მაგ თამაშზე, გეტყვით. წაკითხული მაქვს, ადრე.
მოკლედ, მაგ დღეს ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ საქმე ისე წავიდა და ისეთი ბურთები ვერ გავიტანეთ, შინაგანად ვგრძნობდით, რომ წავაგებდითო. პენალტის დარტყმის დროსაც ჩემზე წინ პირლომ გააფუჭა პენალტი და მანდ უკვე ვხვდებოდი, რომ ჩვენი დღე არ იყოო..
ლეგენდა ასეთი თავდამსხმელი სჭირდება მილანს ახლა
მაგარი იყო შევა, მგონი შეცდომა დაუშვა ჩელშიში რომ გადავიდა. ის ახლა ერთ ერთი სიმბოლოდ იქნებოდა აღქმული მილანში.
ნამდვილად გენიალური ფეხბურთელი იყოოოო
შევა იქნებ ისიც გვითხრა იერჟი დუდეკი საით გადახტა ეგეც გეცოდინება
დუდეკზე რა დაინახე იმას რატო არ იხსენებ პირდაპირ ცხვირში რომ დაუმიზნე.დდ
ლეგენდა
რამდენ ადამიანს შეაყვარა ფეხბურთი ამ კაცმა ჩემი ჩათვლით. ჩემთვის ყველა დროის ხუთ საუკეთესო ცხრა ნომერში შედის
7 ნომერი იყო მილანში და უკრაინის ნაკრებში და 10 ნომერი კიევის დინამოში
მე სათამაშო პოზიციას ვგულისხმობ და არა მაიკის წარწერას) მადლობა გამოხმაურებისთვის
უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა ცენტრალური თავდამსხმელი
კაი რომ ასეთი ახალგაზდები ხართ.. თქვენ ჩვენი ვოვა გუცაევისათვის რომ გეყურათ ყოველ დღე მერე ნახავდით ფეხბურთის სიყვარულს, ის როგორც ძალიან ტექნიკური და მოხერხებული ფეხბურთელი იყო და ზოგ დამცველს პირდაპირ ამაიმუნებდა ისეთებს უშვრებოდა. ამიტომაც იყო რელამა მას კონტრაქტი წინ დაუდო და შესთავაზეს თანხა თვითონ ჩაეწერა. იმ დროს სსრკ-დან ეს შეუძლებელი იყო.