ფეხბურთი

19:14 | 13.12.2017 | ნანახია 1412 - ჯერ

მჭედლიძე ვარჯიშს მალე განაახლებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც კუგატის კლინიკაში მუხლზე მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდა.

როგორც Empolichannel-ი იტყობინება, ქართველ ფორვარდს მტკივან მუხლზე აშკარა პროგრესი აღენიშნება და მედიკოსების დასკვნა პოზიტიურია.

მეტიც, ხსენებულ წყაროს თუ დავუჯერებთ, ლევანი უახლოეს დღეებში ვარჯიშს განაახლებს და შესაბამისად, მალევე მოედანზე დაბრუნებას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიმდინარე წლის აპრილში “მილანთან” თამაშის დროს მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:20 | 13.12.2017
arsena8 (731)

ფეხბურთი არ გამოდის და ეტყობა სხვა სპორტზე დაიწყო ვარჯიში ! ფე

16:32 | 14.12.2017
empoli (889)

რა ფეხბურთი არ გამოდის შარშან ყველაზე ეფექტურ ფორვარდათ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატის. რაზეც საუბრიბ ვერ გავიგე შენ ითამაშე მაშინ იტალიაშიმიდი აბა .რეებს ჯღაბნი აქ დაერთოდ აზე არახარ არაფრის.

22:25 | 13.12.2017
l_e_o_n_i (340)

მთავარი კითხვაა, რამდენი ხნით??? ჯობია კიდევ ცოტახანი დაიცადოს და გამოკეთდეს საბოლოოდ. წარმატებები ლევანს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.057854