ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ტრადიციულად წლის ბოლოს საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.
დავიწყოთ სიმბოლური ნაკრებით, რომელიც მადრიდის “რეალის” ფეხბურთელების დომინირებით შეივსო:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია)
მცველები: დანი ალვეში (პსჟ, ბრაზილია), ლეონარდო ბონუჩი (“მილანი”, იტალია), სერხიო რამოსი (“რეალი”, ესპანეთი), მარსელო (“რეალი”, ბრაზილია)
ნახევარმცველები: ტონი კროოსი (“რეალი”, გერმანია), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ხორვატია), კევინ დე ბრუინი (“სიტი”, ბელგია)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია), ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია)
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი (“რეალი”, საფრანგეთი)
2017 წლის საუკეთესოები სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ. სანაკრებო დონეზე საუკეთესო მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი გახდა. გერმანიის ნაკრებს ლიოვმა 2017 წელს კონფედერაციათა თასი მოაგებინა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. საუკეთესო ხუთეული კი შემდეგნაირია:
საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელი:
იოაჰიმ ლიოვი (გერმანია) – 299 ქულა
ტიტე (ბრაზილია) – 125
იულიენ ლოპეტეგი (ესპანეთი) – 62
ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია) – 50
დიდიე დეშამი (საფრანგეთი), რობერტო მარტინესი (ბელგია) – 28-28 ქულა.
საუკეთესო მწვრთნელი საკლუბო დონეზე მადრიდის “რეალის” თავკაცი ზინედინ ზიდანი გახდა, რომელმაც ძალზე დიდი უპირატესობით აჯობა მასიმილიანო ალეგრის.
საუკეთესო საკლუბო მწვრთნელი:
ზინედი ზიდანი (“რეალი”) – 326 ქულა
მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსი”) – 70
ანტონიო კონტე (“ჩელსი”) – 66
ხოსეპ გვარდიოლა (“სიტი”) – 47
ლეონარდუ ჟარდიმი (‘მონაკო”) 46
IFFHშ-მა 2017 წლის საუკეთესო მეკარეც გამოვლინა – ჯანლუიჯი ბუფონმა კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა და ზემოხსენებული წყაროს ვერსიით მეხუთედ გახდა წლის საუკეთესო მეკარე. აღსანიშნავია, რომ იტალიელი 6-ჯერ მეორე ადგილზე გავიდა.
საუკეთესო მეკარე:
ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) – 251 ქულა
მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) – 103
კეილორ ნავასი (“რეალი”) – 85
იან ობლაკი (“ატლეტიკო”) – 74
დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”) – 70
და ბოლოს, საუკეთესო მსაჯებზეც გეტყვით. 2017 წლის გამორჩეული რეფერი გერმანელი ფელიქს ბრიხი გამოდგა, რომელმაც ინგლისელი მარტინ ატკინსონი მოიტოვა უკან.
საუკეთესო მსაჯი:
ფელიქს ბრიხი (გერმანია) – 178 ქულა
მარტინ ატკინსონი (ინგლისი) – 73
ნიკოლა რიცოლი (იტალია) 59
მარკ კლატენბურგი (ინგლისი) – 50
ნესტორ პიტანა (არგენტინა) – 46