ფეხბურთი

16:43 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ ფეხბურთელებს მუნდიალისთვის პრემიები განუსაზღვრა

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა პრემიალური თანხები განსაზღვრა. როგორც ალემანთა ფეხბურთის მმართველი უწყება ოფიციალურად იტყობინება, თუ მუნდიალზე “ბუნდესნაკრები” გაიმარჯვებს, თითოეული ფეხბურთელი პრემიის სახით 350 ათას ევროს მიიღებს.

გერმანელებმა თანხები ასე გადაანაწილეს:

ჩემპიონობა – 350 ათასი ევრო

ფინალი – 200 ათასი

მესამე ადგილი – 150 ათასი

ნახევარფინალი – 125 ათასი

მეოთხედფინალი – 75 ათასი

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები პრემიებს ვერ მიიღებენ თუ გუნდი ჯგუფში ჩარჩება ან მერვედფინალიდან დაემშვიდობება ტურნირს.

აქვე გეტყვით, რომ იოაჰიმ ლიოვის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვას ჯგუფური ეტაპიდან, მექსიკასთან (17 ივნისს), შვეიცარიასთან (23 ივნისს) და სამხრეთ კორეასთან (27 ივნისს) მატჩებით დაიწყებს.

0.118012