უეფას თასის 1997-1998 წლების სეზონის მეორე ეტაპზე "აიაქსი" იტალიურ "უდინეზეს" დაუპირისპირდა. პირველი თამაში 21 ოქტომბერს, ამსტერდამში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 4 ნოემბერს გაიმართა, "უდინეზე" 2:0 ამარცხებდა მეტოქეს.
ყველაფერი 81-ე წუთზე შოთა არველაძის ლამაზმა გოლმა გადაწყვიტა - ჰოლანდიური გუნდი შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობთ გავიდა.