ფეხბურთი

20:40 | 12.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “ჩემი სურვილი გამარჯვებაა”

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 თებერვალს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგურ თამაშს გამართავს. ეს დღე სანაკრებო მატჩებისთვის ღია არაა, ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ექსპერიმენტალური შემადგენლობით დაუპირისპიდება მეზობლებს.

Azerisport-მა აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოიხელთა და მასთან მცირე ინტერვიუც ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- 2 თებერვალს თქვენი გუნდი აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველ რიგში რა იცით ჩვენი ფეხბურთის შესახებ?

- აზერბაიჯანში ფეხბურთი პროგრესირებს. განსაკუთრებით საკლუბო დონეზე. ეროვნულმა ნაკრებმაც გასულ შესარჩევ ციკლში კარგად ითამაშა. ინფრასტრუქტურაც კარგი გაქვთ და ჩემპიონატში ბევრი ლეგიონერი თამაშობს. “ყარაბაღი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ვფიქრობ, ერთა ლიგა შანსია როგორც ჩვენთვის, ისე თქვენთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ.

- სად უფრო მაღალი დონეა საფეხბურთო თვალსაზრისით?

- პარალელის გავლება რთულია. საკლუბო დონეზე აზერბაიჯანულ ფეხბურთს ფინანსურად ბევრად კარგი მდგომარეობა აქვს და ქართული გუნდები ამ მხრივ თქვენთან ახლოსაც არ არიან. გაქვთ ბრწყინვალე ოლიმპიური სტადიონი, თუმცა სტადიონი ჩვენთანაც კარგია.

- ეროვნული ნაკრები რომელი უფრო ძლიერია?

- ამ შემთხვევაში ძალები თანაბარია. ერთმანეთს უნდა შევხვდეთ და იქ უფრო გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა არ იქნება საუკეთესო – ამის მიზეზი დროა. ბევრი ლეგიონერი გვყავს და მოწვევას გავუგზავნით, მაგრამ ბევრს ალბათ კლუბები არ გამოუშვებენ.

- და, ეს თამაში სჭირდება საქართველოს ნაკრებს?

- აზერბაიჯანს სჭირდება?

- ჩვენ ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს. თანაც, ლეგიონერები არ გვყავს და გურბან გურბანოვს არ აქვს ფეხბურთელების შეკრების პრობლემა.

- ჩვენ სავარაუდოდ, ნახევარ შემადგენლობას შევკრებთ. ასეთ შემთხვევაში დანარჩენებს ახალგაზრდები შეცვლიან და ეს მათთვის შანსი იქნება, რომ თავი გამოიჩინონ.

- რას გეუბნებათ გურბან გურბანოვის სახელი?

- თვალს ვადევნებ მის კარიერას. კარგი ფეხბურთელი იყო და ასეთივე მწვრთნელი გახდა. მასზე ფსონის გაკეთება სწორი აჩევანია. ასევე, 6 წლით რომ ანდეს ეროვნული ნაკრები. საკმარისი დრო ექნება, რომ თავისი ფილოსოია დანერგოს ნაკრებში. გურბანოვი ამბიციური მწვრთნელია, რომელმაც საკლუბო დონეზე თავი უკვე გამოიჩინა. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებშიც.

- საქართველოსა და აზერბაიჯანს დიდი ხანია ერთმანეთში არ უთამაშიათ. მეზობელი ქვეყნების თამაში იქნება პრინციპული ხასიათის?

- მატჩი ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდება გულშემატკივრების გარეშე. გარდა ამისა, ესაა ამხანაგური, საკონტროლო თამაში. ბუნებრივია, გურბანობს უნდა, რომ წარმატებით დაიწყოს და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, მაგრამ მეც მაქვს სურვილი – გამარჯვება.

0.119542