ფეხბურთი

23:15 | 12.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო

12 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოჩა თამაზაშვილმა კურსის მონაწილეებთან პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს.

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი 10 დღის განმავლობაში ჩატარდება და მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტს. ამ ეტაპზე სწავლებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 24 ლიცენზიის მაძიებელი გაივლის, მათ შორის ერთი გოგონაა.

აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს უკვე საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.

gff.ge

0.114789