იტალიური “მილანისა” და ჯანლუიჯი დონარუმას ურთიერთობა ისევ იძაბება. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ყველაფრის თავი და თავი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა კიპერის აგენტი – მინო რაიოლა გახლავთ.
კერძოდ, რაიოლას სურვილია, რომ დონარუმამ “როსონერისთან” კონტრაქტი გაწყვიტოს. ამის მიზეზი კი, აგენტის თქმით, მორალური ძალადობაა – თურმე, სწორედ ასე დაუთანხმებიათ ჯიჯი ზაფხულში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
აღსანიშნავია, რომ დონარუმას შეძენით ბოლო დროს ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” დაინტერესდა და სულაც არაა გამორიცხული, რომ რაიოლა თამაშში ახალი კარტების გახსნას ამიტომაც ცდილობს...
შეგახსენებთ, დონარუმას “მილანიდან” წასვლა-არწასვლის შესახებ ზაფხულში დიდი მითქმა-მოთქმა იყო. საბოლოოდ, 18 წლის მეკარემ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.