ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “იუვენტუსთან” შეხვედრით ძალზე ბედნიერია. როგორც არგენტინელი აღნიშნავს, ეს იქნება ფანტასტიკური დაპირისპირება და ახარებს, რომ ტურინში მოუწევს ჩასვლა.
“განსაკუთრებული თამაში იქნება, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “იუვენტუსს” დავუპირისპირდებით. მეტიც, ეს ფანტასტიკურია! ჩემი ოჯახი წარმოშობით იტალიიდანაა, კერძოდ, ტურინიდან, გვარიც იტალიური მაქვს.
“იუვენტუსი” არის გუნდი, რომელთანაც თამაში ყოველთვის მსურდა. შესანიშნავი იქნება ტურინში წასვლა და მათ სტადიონზე თამაში. ძალზე კონცენტრირებულებმა უნდა ვითამაშოთ”, - აღნიშნა პოჩეტინომ.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი ტურინში 13 თებერვალს შედგება, ხოლო საპასუხო ლონდონში, 7 მარტს.