ჩოგბურთი

19:18 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი შვეიცარიის წლის საუკეთესო სპორტსმენია

შვეიცარიის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი დიდი სლემის 19-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი გახდა. დაჯილდოების ცერემონიალზე როჯერმა სახალისო ისტორია მოყვა.

“საუზმის შემდეგ ჩემმა შვილმა მკითხა თუ სად მივდიოდი. ვუპასუხე, რომ დაჯილდოებაზე მივდიოდი და შეიძლება პრიზიც მომეგო. რაზეც ბავშვმა მითხრა, რაფა ნომერ პირველი არ არის ?!” – განაცხადა ფედერერმა.

ფედერერი შვეიცარიის წლის საუკეთესო სპორტსმენად შვიდჯერ აღიარეს (2003, 2004, 2006, 2007, 2012, 2014, 2017)

0.065691