კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის ლიონელ მესის მორიგი მიღწევა - არგენტინელმა “ბარსელონას” მაისურით 525-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გერმანელ გერდ მიულერს გაუტოლდა. საუბარია მხოლოდ ერთი გუნდის რიგებში გატანილი გოლების რაოდენობაზე.
ტოპ 5 ჩემპიონატებში მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელია, რომელთაც ასეთი შედეგიანობით აქვთ ნათამაშები. მესიმ აღნიშნულ ნიშნულს გუშინ, “ვილიარეალთან” შეხვედრაში უწია. ამისთვის ლიონელს 606 მატჩი დასჭირდა.
რაც შეეხება მიულერს, მან “ბაიერნის” რიგებში 1965-1979 წლებში შეძლო 525 გოლის გატანა.