ფეხბურთი

14:00 | 11.12.2017 | ნანახია 3016 - ჯერ

საქართველოს ნაკრები წლის პირველ მატჩს 2 თებერვალს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოეს მატჩს 2 თებერვალს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართავს - ამხანაგურ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იქნება. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით.

24 იანვარს ლოზანაში ერთა ლიგის წილისყრა შედგება. საქართველოც და აზერბაიჯანიც ამ ლიგის ბოლო, დ ჯგუფში არიან, თუმცა ორივენი პირველ კალათაში მოხვდნენ და ჯგუფში ერთად არ იქნებიან.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებები აქამდე ექვსჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორ-ორი მოგება, ფრე და წაგება. ამ მხრივ თანაფარდობაა, ბურთების შეფარდება კი 8:6 ქართველთა სასარგებლოდ. ექვსივე თამაში ამხანაგური იყო.

ბოლო მატჩი 2007 წელს გაიმართა ბაქოში და 1:1 დასრულდა. ქართველთაგან გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:46 | 14.12.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

რაც არიან მასაც ვერ მოუყრის თავს ვაისი, არ გამოუშვებენ. ხოდა ისევ რაღაც ექსპერიმენტული სასტავი იქნება, აზერებს ეგ პრობლემა არა აქვთ, ყველა აზერბაიჯანში თამაშობენ. ასე რომ არც თუ ისე კაი დროა შერჩეული. ალბათ მოგვიგებენ.

20:35 | 11.12.2017
O. Mertskhali (8101)

ნეიტრალურზე შეხვედრაზე შეთანხმდნენ? DDDD

20:03 | 11.12.2017
ogafa (10220)

იმედია მოუგებთ წარმატებები

19:53 | 11.12.2017
Beka-1991 (596)

არაა ცუდი ამ ეტაპზე აზერებთან შეხვედრა. დაზვერავენ ერთმანეთს და გამოჩნდება გვქონდეს თუ არა რაიმეს ილუზია.

17:58 | 11.12.2017
BEERTRANCE (97819)

იმედია ნაკრები ისე არ შერცხვება როგორც კლუბები.

17:19 | 11.12.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

უფრო კარგ ნაკრებებს თუ ნახავენ კაი იქნება ავსტრია უნგრეთი სლოვაკეთის დონის მაინც ისე გუშინ ვნახე დიდი ტრიო კალაძე იაშვილი კობიაშვილის მარა ისეთი განცხრომით უბერავდნენ ეროვნულ კერძს შემრცხვა ამ ჩვენ ყ ფეხბურთზე რამე მეთქვა

17:49 | 11.12.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

რასაც ეგენი ჭამენ, მაგას ეროვნული კერძი ჰქვია დაჟე ?

17:59 | 11.12.2017
BEERTRANCE (97819)

ამდენი ხანი რამეს რო ჭამ ოდესღაც ჰო უნდა გაეროვნულდეს DDDDDDDDDDD

23:40 | 14.12.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ეგ საერთაშორისოა მეგობარო, ვერანაირად ვერ დავიჩემებთ

14:57 | 11.12.2017
higuain (1113)

ეს შენი პირველი სერიოზული კომენტარია ხო?)

14:54 | 11.12.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

კარგი სპარინგია. ამხანაგური კი ჰქვია, მაგრამ ინტრიგა ნაღდად ახლავს და იმედია ღირსეულ შემადგენლობას მოვუყრით თავს.
საკლუბო სირცხვილი აქ მაინც ჩამოვირეცხოთ მეზობლებთან

17:16 | 11.12.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კი ეგ ამბავია საკლუბო გაგვაპეს ჰანდიკაპებით და ნაკრებმა მაინც მოუგოს

0.114799