ფეხბურთი

13:20 | 11.12.2017 | ნანახია 1429 - ჯერ

ლაშა თოთაძე – ახალი კონტრაქტი “დინამოსთან”

დასრულებული 2017 წლის სეზონის საუკეთესო მცველმა, 7 გატანილი გოლის ავტორმა ლაშა თოთაძემ თბილისის “დინამოსთან” ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციაა.

ლაშა თოთაძე: “თბილისის “დინამო” ჩემი მეორე სახლია. მე მოხარული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად წინ არაერთი გამარჯვება გველის. მათ ყველანაირად მხარში დავუდგები. ჩემი ოცნებაა კარიერის ბოლომდე დინამოს ვემსახურო”.

თოთაძე 29 წლის გახლავთ. მისი მთავარი იარაღი საჯარიმოების შეასრულებაა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:55 | 12.12.2017
ogafa (10220)

წარმატებები

23:07 | 11.12.2017
Beka-1991 (596)

ქართველი ჟუნინიო

18:22 | 11.12.2017
რაჭა (10043)

წარმატებები...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125058