გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა “ბოსტონ სელტიკსმა” გასვლზე “დეტროიტ პისტონსი” 91:81 დაამარცხა. მთელი შეხვედრა “კელტების” უპირატესობით მიმდინარეობდა. “პისტონში” ყველაზე მეტი 19 ქულა ტობიას ჰარისმა ჩააგდო. “ბოსტონში” 18 ქულით, 9 მოხსნით და 6 პასით ალ ჰორფორდი გამოირჩა. კაირი ირვინგს 16 ქულა ჰქონდა. “ბოსტონი” 23 მოგებით და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“ინდიანა” შინ “დენვერს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 114:114 დამთავრდა, რომ არა ვიქტორ ოლადიპო “ინდიანა” ოვერტაიმამდე ვერ მივიდოდა. დამატებით 5-წუთეულში ოლადიპოს და თარნერის დუეტმა საოცრად ითამაშა და საბოლოო ჯამში “ინდიანამ” 126:116 იმარჯვა. ოლადიპომ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 47 ქულა დააფიქსირა. თარნერმა 24 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
“საკრამენტო” – “ტორონტო” 87:102 (17:22, 29:32, 21:25, 20:23)
https://www.youtube.com/watch?v=05hFEtwH05g
“დეტროიტი” – “ბოსტონი” 81:91 (21:29, 16:15, 22:29, 22:18)
https://www.youtube.com/watch?v=J4u-jgAFN-o
“ინდიანა” – “დენვერი” 126:116 (22:35, 37:31, 31:22, 24:26, ო.ტ. 12:2)
https://www.youtube.com/watch?v=IS1gzxdYKXE
“მინესოტა” – “დალასი” 97:92 (23:24, 24:24, 24:21, 26:23)
https://www.youtube.com/watch?v=4NOEntBTZTs
“ნიუ ორლეანი” – “ფილადელფია” 131:124 (32:26, 34:29, 21:40, 44:29)
https://www.youtube.com/watch?v=HwDiwlJ3vlg
ნიუ იორკი” – “ატლანტა” 111:107 (24:21, 27:31, 25:23, 35:32)
https://www.youtube.com/watch?v=4gn_7zjuDEo