თამაშგარე

11:35 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

იე ჯუნგ ჰვა - სამხრეთ კორეის სპორტული წარმატებების “საიდუმლო“

მთელს სამხრეთ კორეაში სპორტთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან და გულის ფანცქალთან ბოლო წლებია კორეელი ტანმოვარჯიშე, სერფერი და ტელევარსკვლავი, იე ჯუნგ ჰვა ასოცირდება, რომელიც ყოველ დილით კორეის ერთ-ერთი მთავარი ტელეარხის მეშვეობით თანამემამულეებს დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს “აიძულებს“.

ყველა სიკეთესთან ერთად, ქალბატონი იე ჯუნგ ჰვა ფიტნეს კონსულტანტიცაა და მასთან ფიტნეს-ვარჯიშებზე ჩაწერაზე როგორი რიგიც იქნება - ადვილი მისახვედრია. ზოგადად ვარჯიში რთულ რუტინად ითვლება და რა ჯობია, როდესაც ასეთი ასული ამ რუტინას გიმსუბუქებს.

ზოგადად სამხრეთი კორეა საკმაოდ სპორტული ქვეყანაა და ეს უკანასკნელ ათწლეულებში სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე ამ ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ ნაჩვენები მშვენიერი შედეგებითაც დასტურდება. ახლა კი უკვე ვიცით ვინც აძლევს კორეელებს მუდმივად ვარჯიშისა და ოფლისდენის სტიმულს...

0.189377