ფეხბურთი

18:27 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კეინის კიდევ ერთი მიღწევა

ბოლო 90 წლის განმავლობაში, ჰარი კეინი ერთადერთი ინგლისელია, რომელმაც წელიწადის განმავლობაში 50 გოლი გაიტანა. “ტოტენჰემის” ფორვარდმა “სტოკ სიტისთან” (5:1) დუბლი გაიფორმა.

50 გოლის გასატანად, კეინს 48 მატჩის ჩატარება დასჭირდა. საშუალოდ, ყოველ 81 წუთში ერთხელ გააქვს.

90 წლის წინ, 1927 წელს, დიქსი დინმა გაიტანა 50 გოლი. ის “ევერტონსა” და ინგლისის ნაკრებში თამაშობდა.

თეგებიჰარი კეინი
0.115306