ფეხბურთი

15:53 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ შტიოგერი - “დორტმუნდის” ახალი თავკაცი

ერთი პეტერი მეორეთი შეიცვალა: “დორტმუნდმა” თანამდებობიდან გაათავისუფლა ჰოლანდიელი მწვრთნელი პეტერ ბოში და მის ნაცვლად, ავსტრიელი პეტერ შტიოგერი დანიშნა. ეს უკვე ოფიციალურად.

ბოშმა “დორტმუნდში” შედეგიანად დაიწყო სეზონი: გუნდმა შვიდი ბუნდესმატჩიდან ექვსი მოიგო და მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. უცებ ყველაფერი აირია და ბოლო თვენახევარია, ყველგან და ყველაფერს აგებს.

რაც შეეხება შტიოგერს, 51 წლის სპეციალისტი “კიოლნს” თავკაცობდა და გუნდი ბუნდესლიგაში ბოლო ადგილზეა. ამ სეზონში მართლაც საშინელი შედეგი აქვს ავსტრიელს, თუმცა გერმანიაში მაინც საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს და ბევრნი მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი დამსახუტრება იყო, მწირი რესურსის მქონე “კიოლნი” ბოლო წლებში ბუნდესლიგაში ადგილს რომ ინარჩუნებდა.

შტიოგერთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

0.19308