"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა "ვილიარეალთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ესპანელმა "სელტასთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ამის გამო ლისაბონის "სპორტინგთან" ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ იასპარეზა.
"ბლაუგრანას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ მე-15 ტურის შეხვედრისთვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ტრავმის გამო განაცხადს მიღმა ინიესტას გარდა უსმან დემბელე, რაფინია, ხავიერ მასკერანო და სამუელ უმტიტი დარჩნენ.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" კაპიტანმა დაზიანების გამო 5 შეხვედრა გამოტოვა, სულ კი ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.