"რივერ პლეიტმა" არგენტინის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. ბუენოს აირესში გამართულ ფინალურ შეხვედრაში მარსელო გალიარდის შეგირდებმა "ატლეტიკო ტუკუმანი" 2:1 დაამარცხეს.
პირველი გოლი იგნასიო სკოკომ მე-10 წუთზე გაიტანა, ხოლო "ტუკუმანის" ფეხბურთელმა ლუის როდრიგესმა ანგარიში ორიოდე წუთში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი იგნასიო ფერნანდესმა 48-ე წუთზე გაიტანა.