ავტოსპორტი

5:04 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

FIA-მ 2018 წლის კალენდრის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ფორმულა ერთის მომავალი სეზონის კალენდრის საბოლოო ვარიანტი გამოაქვეყნა, რომელშიც 21 ეტაპია შესული. რაც მთავარია, ფ1-ს ორი პოპულარული ტრასა დაუბრუნდა - საფრანგეთის პოლ რიკარი და გერმანიის ჰოკენჰაიმრინგი.

ორივე ეტაპი ზაფხულში გაიმართება. ადრინდელის მსგავსად, ფრანგული ეტაპი წინ უსწრებს ბრიტანულს და კანადურის შემდეგაა. ის 24 ივნისს, ლე მანის 24-საათიანი რბოლიდან (რომელიც ასევე საფრანგეთში, ოღონდ სარტეს ტრეკზე ტარდება) ორ კვირაში არის დანიშნული. სამწუხაროდ, ლე მანის რბოლას კანადის დიდი პრიზი ემთხვევა.

რაც შეეხება გერმანიის ეტაპს, ის 22 ივლისს უნდა ჩატარდეს. საფრანგეთის და გერმანიის ეტაპებს შორის ორი - ბრიტანული და ავსტრიული ეტაპებია. ამასთან, ფრანგულ, ბრიტანულ და ავსტრიულ რბოლებს შორის ინტერვალი მხოლოდ ერთი კვირაა.

სამწუხაროდ, ფ1-ს მალაიზიის დიდი პრიზი დაემშვიდობა. სიახლეა ისიც, რომ აპრილიდან სექტემბერში გადაინაცვლა სოჭის ეტაპმა, მის ადგილს კი აზერბაიჯანის ეტაპი დაიკავებს, რომელიც ადრე ივნისში იმართებოდა, სადაც საფრანგეთი ჩაჯდა.

ფ1-ის 2018 წლის სეზონის კალენდარი

25 მარტი - ავსტრალია

8 აპრილი - ბაჰრეინი

15 აპრილი - ჩინეთი

29 აპრილი - აზერბაიჯანი

13 მაისი - ესპანეთი

27 მაისი - მონაკო

10 ივნისი - კანადა

24 ივნისი - საფრანგეთი

1 ივლისი - ავსტრია

8 ივლისი - ბრიტანეთი

22 ივლისი - გერმანია

29 ივლისი - უნგრეთი

26 აგვისტო - ბელგია

2 სექტემბერი - იტალია

16 სექტემბერი - სინგაპური

30 სექტემბერი - სოჭი

7 ოქტომბერი - იაპონია

21 ოქტომბერი - აშშ

28 ოქტომბერი - მექსიკა

11 ნოემბერი - ბრაზილია

25 ნოემბერი - აბუ დაბი

0.089344