საქართველოს 2017 წლის აბსოლუტური ფალავანი გურამ თუშიშვილი გახდა. ძიუდოში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა სპორტულ კომპლექს "ახალ თბილისში” მდებარე ფრენბურთის დარბაზში გამართულ მთავარ ფალავნობაზე დავით იმერლიშვილის, რევაზ წულუკიძისა და ორგზის ფალავან პაატა ღვინიაშვილის ძლევის შემდეგ, ფინალში გიორგი ქავთარაძე სუფთა გდებით დაამარცხა.
აბსოლუტურ ფალავნობამდე, ტრადიციულად, ოთხ წონით კატეგორიაში: 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. თუშიშვილი +100-ში ჩაება კონკურენციაში და ფინალამდეც მივიდა. გიორგი ქავთარაძეს იქაც აჯობა, ოღონდ ნახევარფინალში. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ლევან მატიაშვილთან ვეღარას გახდა. მძიმე წონაში მესამე ადგილზე ქავთარაძე გავიდა, რომელმაც იქამდე, ტიტულისთვის ბრძოლას შარშანდელი აბსოლუტური ფალავნობის ფინალისტს – ონისე ბუღაძეს სძლია.
სხვა წონებში ჩემპიონობით გიორგი მახარაშვილმა (80 კგ), პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გიორგი ბოლოთაშვილმა (100 კგ) გაიხარეს.
აბსოლუტურ შეჯიბრებაში თითოეული წონის ოთხ-ოთხი საუკეთესო მოჭიდავე ჩაება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნახევარფინალები გამოდგა. თუშიშვილის მიერ ღვინიაშვილის ძლევამდე, ქავთარაძემ მატიაშვილი დაამარცხა, თითქმის ათწუთიან დაძაბულ ბრძოლაში.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მატიაშვილმა მონაწილეობა აღარ მიიღო და ღვინიაშვილს საპრიზო ადგილი უბრძოლველად დაუთმო.
წონითი კატეგორიების პირველ სამეულში შესული მოჭიდავეები 3 ათასი, 2 ათასი და ათასი ლარით დაჯილდოვდნენ. აბსოლუტურ ფალავანს 30 ათასი ერგო. მეორე პრიზიორს 10 ათასი, ხოლო მესამეს – 5 ათასი.
ფალავნობა 2017
თბილისი
9 დეკემბერი
80 კგ
1 გიორგი მახარაშვილი (მცხეთა)
2 კობა მჭედლიშვილი (საგარეჯო)
3 კახა მამულაშვილი (კასპი)
90 კგ
1 პაატა ღვინიაშვილი (ქარელი)
2 გიორგი პაპუნაშვილი (გორი)
3 ნიკა სიდამონიძე (ქარელი)
100 კგ
1 გიორგი ბოლოთაშვილი (გორი)
2 რევაზ წულუკიძე (აჭარა)
3 იასონ ნემსაძე (ქუთაისი)
+100 კგ
1 ლევან მატიაშვილი (თბილისი)
2 გურამ თუშიშვილი (კოჯორი)
3 გიორგი ქავთარაძე (გარდაბანი)
აბსოლუტური
1 გურამ თუშიშვილი
2 გიორგი ქავთარაძე
3 პაატა ღვინიაშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფაშისტები რას არ იკისრებენ...1996-ში მსოფლია მოჭიმეს...:დდდდდდ და 2014-ში ევროპაც მიაყოლეს... გიორგი მელქაძე????ჯიგარი ხარ..:დდდდდდ
ეს გამყიდველი მთელი საუკეთესო წლები დორტმუნდში გაატარა და ეხლა ბაირნის მიეკედლა იმედია წარუმატებელი იქნება.
1996 წელს იყო მსოფლიო ჰო? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა ადმინ არაუშავს ალბად ახალი ხარ
ბაიერნს აშკარად უფრო გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება, რა ექსპერიმენტების ხასიათზე დადგნენ. ლიოვი აახიონ ნაკრებს. შუსტერი, კლოპი, ტუხელი.
კლოპი დორტმუნდში რო არ მომხვდარიყო ბაიერნის ქომაგების 80 % მაინც არ იცოდით ვინ იყო იგივე ტუხელზე და ასე შემდეგ ალბათ ომავალი დორტმუნდის მწვრთნელზეც მასე იტყვით ბაიერნში გვინდაო
სანატრელი გაგიხდებათ მალე გუარდიოლა და ნახავთ მერე ...
კლოპზე დორტმუნდამდე ბევრად ადრე იცოდა ყველამ)))) ტუხელზეც იგივე)))