ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “სიტისთან” მატჩის წინ ჟურნალისტებს ესაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა მეტოქის სიძლიერეს და ასევე, აღნიშნა, რომ გვარდიოლას ფეხბურთელები ძირს ხშირად ეცემიან...
“მანჩესტერ სიტი” კარგად იცავს თავს. შეუძლია დაკარგული ბურთის სწრაფადვე დაბრუნება და შეტევაშიც კარგად მუშაობს. ეს ძალიან კარგი გუნდია ასეთივე ფეხბურთელებითა და შესანიშნავი მწვრთნელით.
“სიტიში” არ მომწონს ის, რომ წონასწორობას ვერ იმაგრებენ და ძირს მალევე ეცემიან. ამისთვის პატარა ნიავიც ჰყოფნით”, - აღნიშნა მოურინიომ.
მანჩესტერული დერბი, რომელსაც “ოლდ ტრაფორდი” უმასპინძლებს, კვირას, 10 დეკემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.