ფეხბურთი

17:32 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი: “უელსის ნაკრები? სიამოვნებით”

რაიან გიგზმა განაცხადა, რომ არსებობს ორი გუნდი, სადაც სიამოვნებით იმუშავებდა. რა გამოცნობა უნდა? უელსის ნაკრები და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

“მანჩესტერ იუნაიტედს” ჟოზე მოურინიო თავკაცობს, აი უელსის ნაკრებში კი, ვინ იცის, სწორედ გიგზი დანიშნონ. კრის კოულმენმა დიდ წარმატებას მიაღწია ევრო-2016-ზე, მაგრამ წინა შესარჩევ ციკლში კარგი შედეგი ვერ აჩვენა, გუნდი მუნდიალზე ვერ გავიდა და მწვრთნელმაც პოსტი დატოვა:

“რა თქმა უნდა, უელსის ნაკრების თავკაცობით დაინტერესებული ვარ. ეს ტოპ-დონის სამსახურია. “მანჩესტერ იუნაიტედში” ასისტენტი ვიყავი და მსურს, რომ სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე”, – განაცხადა გიგზმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116311