კალათბურთი

10:33 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძე: “უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე აქამდე ვიყავი”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსროლელის დუდა სანაძის იტალიური კარიერა ხანმოკლე გამოდგა. “ფლექს პისტოიამ” მასთან ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყვიტა.

სანაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებსა “ფლექს პისტოიას” ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის – მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვიმარჯვებდით და ვმარცხდებოდით. ჩემთვის მოკლე სეზონი გამოდგა, მაგრამ აქ შევხვდი ბევრ შესანიშნავ ადამიანს და ბედნიერი ვარ, ისინი ჩემს ცხოვრებაში არიან.

სპორტი არ არსებობს ტრავმების გარეშე, ამიტომ ვაპირებ თავი მაღლა ავწიო და ერთი სული მაქვს დავბრუნდე უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ”, - დაწერა დუდამ.

შეგახსენებთ, დუდა სანაძე “ფლექს პისტოიაში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა და ყველაფერი კარგადაც მიდიოდა, მაგრამ ერთი თვის წინ ჩვენებურმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც პარკეტს გაზაფხულამდე ვერ დაუბრუნდება. იტალიურ გუნდთან დუდას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, თუმცა მხარეებს მისი ვადაზე ადრე გაწყვეტა მოუწიათ.

აქვე გეტყვით, რომ სანაძემ გასული სეზონი სლოვენიურ “პრიმორსკაში” გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

0.113962