უეფამ ევროპა ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი, სამი წარმომადგენელი ლონდონის “არსენალს” ჰყავს, რომელმაც “ბატე” 6:0 გაანადგურა.
მეკარე: ნენად ერიჩი (“ასტანა”)
მცველები: მატიე დებუში (“არსენალი”), სოტირიუს პაპაიანოპულოსი (“ოსტერსუნდი”), მარინ ანიჩიჩი (“ასტანა”), მიკოლა მოროზიუკი (“დინამო”)
ნახევარმცველები: ტეო უოლკოტი (“არსენალი”), ჯეკ უილშირი (“არსენალი”), რაულ გარსია (“ბილბაო”), ადემოლა ლუკმანი (“ევერტონი”)
თავდამსხმელები: არიც ადურისი (“ბილბაო”), ჟუნიორ მორაეში (“დინამო”)