პერუს ეროვნული ნაკრებისა და ბრაზილიური “ფლამენგოს” ფორვარდი პაულო გერერო ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ვეტერან ფეხბურთელს ასეთი მკაცრი სასჯელი ფიფამ დოპინგ კონტროლზე ჩავარდნის შემდეგ გამოუტანა.
გერეროს აკრძალული პრეპარატის გამოყენება 5 ოქტომბერს, არგენტინისა და პერუს მატჩში დაუმტკიცდა და სწორედ ამის გამო ისჯება. დისკვალიფიკაცია ძალაში მიმდინარე წლის 3 ნოემბრიდანაა და დამდეგის წლის ამავე თარიღამდე გასტანს.
შესაბამისად, მიუნხენის “ბაიერნის” ექსფეხბურთელი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, სადაც პერუ სწორედ მისი ლიდერობით მოხვდა.