ფეხბურთი

21:00 | 8.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა წილისყრის მოლოდინში

უეფას ევროპა ლიგაზე ასპარეზობას 32 გუნდი აგრძელებს. ჯგუფური ეტაპიდან გასულ 24 გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან 8 შეუერთდა.

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე საკმაოდ საინტერესო ბირთვი შეიკრა – “არსენალი”, “მილანი”, “დორტმუნდი”, “ატლეტიკო” ევროპა ლიგაზე მართლაც კარგ სანახაობას გვპირდება. არც სხვა გუნდების დავიწყება შეიძლება.

აქვე გავეცნოთ კალათებს:

I კალათა: ცსკა (რუსეთი), “ატლეტიკო” (ესპანეთი), “სპორტინგი” (პორტუგალია), “ლაიფციგი” (გერმანია), “არსენალი” (ინგლისი), “მილანი” (იტალია), “ბილბაო” (ესპანეთი), “ზენიტი” (რუსეთი), “ვილიარეალი” (ესპანეთი), “ატალანტა” (იტალია), “ზალცბურგი” (ავსტრია), “ბრაგა” (პორტუგალია), “პლზენი” (ჩეხეთი), “ლოკომოტივი” (რუსეთი), “ლაციო” (იტალია), “დინამო” (უკრაინა)

II კალათა: აეკ (საბერძნეთი), “ასტანა” (ყაზახეთი), “სელტიკი” (შოტლანდია), “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი), “დორტმუნდი” (გერმანია), “სტიაუა” (რუმინეთი), “კოპენჰაგენი” (დანია), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “ლიონი” (საფრანგეთი), “მარსელი” (საფრანგეთი), “ნაპოლი” (იტალია), “ნიცა” (საფრანგეთი), “ოსტერსუნდი” (შვედეთი), “პარტიზანი” (სერბეთი), “სოსიედადი” (ესპანეთი), “სპარტაკი” (რუსეთი)

ევროპა ლიგის 1/16 ფინალის წილისყრა 11 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. უკვე ცნობლია, რომ ამ ეტაპზე ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები და ჯგუფში ერთად მყოფი გუნდები ვერ შეხვდებიან.

უშუალოდ 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები კი დამდეგი წლის 18 და 25 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113547