ფეხბურთი

17:05 | 8.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გია გეგუჩაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ამიერიდან გია გეგუჩაძე აღარ გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას სფფ-ის ვებგვერდი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა:

„ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით“, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

გია გეგუჩაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 2016 წლის იანვრიდან წვრთნიდა, თუმცა წარუმატებლად. ევროპის 2019 წლის შესარჩევ ციკლში ახალგაზრდა “ჯვაროსნებმა” ერთობ წარუმატებელი სტარტი აიღეს და ფარერის კუნძულების ნაკრებთანაც კი დამარცხდნენ. თუ ვინ იქნება გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ჯერჯერობით უცნობია.

0.11238