ფეხბურთი

17:29 | 8.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლოპის რეაქცია მერვედფინალში სავარაუდო მეტოქეებზე...

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრას საკმაოდ უფრთხის. როგორც გერმანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიმდინარე სეზონში უჩვეულო მდგომარეობა შეიქმნა.

“მიმდინარე წელს ჩემპიონთა ლიგაზე უჩვეულო სიტუაციაა. ხშირად არ ხდება, რომ პირველ ადგილზე გასული გუნდი მერვედფინალში ისეთ გუნდებთან თამაშის საფრთხის ქვეშ იყოს, როგორებიც “ბაიერნი” და “რეალია”, - თქვა კლოპმა.

ამ დროს, პრესკონფერენციაზე მყოფმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაამატა, რომ “ლივერპულის” სავარაუდო მეტოქე ტურინის “იუვენტუსიცაა” და გერმანელი მწვრთნელის რეაქციამაც არ დააყოვნა – იურგენმა თავში ხელები წაიშინა და მოკლედ მოჭრა:

“ოჰ, ასევე “იუვეც”, - დასძინა კლოპმა.

აღსანიშნავია, რომ იურგენს “იუვენტუსთან” არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებს. 2014-2015 წლების სეზონში სწორედ მერვედფინალში მისი გაწვრთნილი “დორტმუნდი” ტურინელებთან ორი მატჩის ჯამში განადგურდა (1:5).

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, “ლივერპულის” სავარაუდო მეტოქეები ხსენებული სამი გრანდის გარდა, “პორტუ”, “შახტარი” და “ბაზელიც” არიან. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა 11 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112973