ფეხბურთი

15:26 | 8.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი: „თბილისი“ ახალი პარტნიორებით და სპონსორებით

ერთი თვის წინ, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/2018 წლების გათამაშებამ აიღო სტარტი. წლევანდელ გათამაშებაში 8 გუნდი მონაწილეობს.

ერთ-ერთი გუნდი თბილისის “თბილისია”, რომელიც ფუტსალის ლიგაში პირველივე დღიდან ასპარეზობს. თბილისელებისთვის, გასული ორი სეზონი წარმატებული გამოდგა. გუნდმა ორივე სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

ფუტსალის ლიგა კომერციული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე გამართული ჩემპიონატია. მატჩები მუდმივად შუქდება ინტერნეტში, ტურის ცენტრალური მატჩები კი Silk უნივერსალის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

წლევანდელ გათამაშებას, “თბილისიც” სიახლეებით ხვდება. სეზონის სტარტზე კლუბმა ახალი სპონსორები და პარტნიორები გაიჩინა. მათ შორისაა ვიტამინიზირებული, ენერგეტიკული სასმელი, პოლონური ბრენდი OSHEE, იურიდიული კომპანია “მაკგილი”, პრემიუმ კლასის ავტოსახელოსნო “სითი გარაჟი” და SaveMomentStudio, რომელიც “თბილისის” ფოტო-ვიდეო მომსახურებას უზრუნველყოფს.

OSHEE Georgia-დირქტორი დავით კილაძე: „გვიხარია, რომ ფუტსალის კლუბ “თბილისის” სპონსორი გავხდით. იმედი გვაქვს, რომ ამ თანამშრომლობით, ხელს შევუწყობთ როგორც გუნდის წარმატებას, ასევე ოშის ბრენდის პოპულარიზაციით, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.“

რევაზ ბერიძე, მაკგილის წარმომადგენელი: „იურიდიული კომპანია “მაკგილი“ ანხორციელებს სრულ იურიდიულ მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბით. სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, „მაკგილი“ აქტიურადაა ჩართული სპორტულ სფეროში, რაც მოიცავს როგორც სპორტსმენთა, ისე კლუბების ინტერესების დაცვას. მაკგილის სპორტულ მიმართულებაში ჩართვის მიზანი სხვადასხვა სპორტის სახეობის სამოყვარულო და პროფესიონალურ დონეზე პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. ჩვენი კომპანიისთვის პატივია „თბილისთან“ პარტნიორობა და ამ გუნდის წარმატების გაზიარება“.

SaveMomentStudio-ს დირექტორი გიორგი გრძელიშვილი: „შედგა თუ არა ჩვენი შეხვედრა, დიდი ხანი აღარ გვიფიქრია იმაზე, დავთანხმდებოდით თუ არა. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა შედეგიანი იქნება და ორივე მხარეს წაადგება. ფუტსალი ჩვენთვის უცხო არაა, ვხედავთ, ბოლო პერიოდში პროგრესს განიცდის და მთავარი დაინტერსებაც ამან გამოიწვია. გვჯერა, „თბილისთან“ ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ“.

ნოდარ ბახტაძე, „სითი გარაჟის“ დირექტორი: „როგორც რიგითი მაყურებლისთვის, ფუტსალი უცხო არ არის, სპორტისადმი დადებითმა დამოკიდებულებამ გვაფიქრებინა, რომ ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში კარგი იქნებოდა. ვიცნობთ გუნდის ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებთანაც, ვიცით მათი დამოკიდებულება საქმის მიმართ და ვხედავთ თუ რა პოტენციალი აქვს ქართულ ფუტსალს. მინდა ჩვენი და „თბილისი“-ს ურთიერთობა წარმატებული გამოდგეს და მომავალშიც ვითანამშრომლოთ“

ფუტსალის ლიგისა და ახალი კომერციული პარტნიორების შესახებ, თბილისისდირექტორი ბაჩანა ცხადაძე საუბრობს:

„გასულმა ორმა სეზონმა ნათლად დაგვანახა, რომ სწორი და გეგმაზომიერი მუშაობის შედეგად დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია. კლუბი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც განვითარება ბევრი მიმართულებით სჭირდება. მხოლოდ ფეხბურთელების სელექციით და სპორტულ შედეგზე ორიენტირებით წარმატებას ვერ მიაღწევ. მოხარული ვარ, რომ სეზონის სტარტზე არაერთმა კომპანიამ გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვული. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მოლაპარაკებას კიდევ რამდენიმე კომპანიასთან ვაწარმოებთ და იმედი მაქვს, მათაც დავაინტერესებთ“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.627615