კალათბურთი

11:54 | 8.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლეიკერსმა” “ფილადელფია” ბოლო წამზე დაამარცხა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“ფილადელფია” შინ “ლეიკერსს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე ანგარიში 104:104 იყო, ბოლო წამზე კი ბრენდან ინგრამმა სამქულიანი ჩააგდო და “ლეიკერსს” 107:104 მოაგებინა. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა ემბიდის ანგარიშზეა. “ლეიკერსში” 21 ქულით ინგრამი გამოირჩა.

“ჰიუსტონმა” გასვლაზე “იუტა ჯაზი” 112:101 დაამარცხა. მატჩში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 37:20 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. “ჰიუსტონი” 19 მოგებით და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

“ფილადელფია” – “ლეიკერსი” 104:107 (25:32, 24:25, 21:22, 34:28)

https://www.youtube.com/watch?v=mMUq2Uvb7u8

“ფინიქსი” – “ვაშინგტონი” 99:109 (28:26, 24:31, 32:28, 15:24)

https://www.youtube.com/watch?v=2nFrEsBsNow

“ბრუკლინი” – “ოკლაჰომა” 100:95 (20:33, 29:25, 25:21, 26:16)

https://www.youtube.com/watch?v=AT_zgVT9mSo

“იუტა” – “ჰიუსტონი” 101:112 (20:25, 26:26, 20:37, 35:24)

https://www.youtube.com/watch?v=QqKWd4R1Bm4

თეგებიNBA
0.121046