სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:12 | 8.12.2017 | ნანახია 2009 - ჯერ

ევროპა ლიგა: პლეი-ოფს კვირკველია შემორჩა

ევროპა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გაირკვა იმ 24 კლუბის ვინაობა, რომელნიც ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულ 8 კლუბთან ერთად, პლეი-ოფში ითამაშებენ. 1/16 ფინალში ერთადერთი ქართველიღა ითამაშებს – მხოლოდ სოლომონ კვირკველიას მოსკოვის “ლოკომოტივმა” გააღწია ჯგუფიდან.

A ჯგუფი

“ვილიარეალმა” შემდეგი ეტაპის საგზური წინა ტურში გაინაღდა და ისეთი შემადგენლობით ითამაშა, რომ რამდენიმე მოთამაშის გარდა, ესპანურ ფეხბურთში კარგად ჩახედული ადამიანიც ვერ იცნობდა ფეხბურთელებს. “მაკაბიმ” კი ამით ისარგებლა და ბლექმენის გოლით, სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ჯგუფის მეორე მატჩი კი პრინციპულ ხასიათს ატარებდა: “სლავიას” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შინ “ასტანასთან” ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა მინიმალური სხვაობით დამარცხდა და 1/16 ფინალში ყაზახური გუნდი გავიდა.

ვილიარეალი – მაკაბი 0:1 (0:0)

გოლი: ბლექმენი (60)

სლავია – ასტანა 0:1 (0:1)

გოლი: ანიჩიჩი (38)

1.

ვილიარეალი

6

3

2

1

10:6

11

2.

ასტანა

6

3

1

2

10:7

10

3.

სლავია

6

2

2

2

6:6

8

4.

მაკაბი

6

1

1

4

1:8

4


B ჯგუფი

ამ ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილი გახლათ. “დინამომ” და “პარტიზანმა” პლეი-ოფის საგზურები წინა ტურში გაიფორმეს.

დინამო – პარტიზანი 4:1 (3:1)

გოლები: 1:0 მოროჩუკი (6), 2:0, 3:0, 4:1 მორაეში (28; 31; 77 პენ.), 3:1 ჟევტოვიჩი (45+4 პენ.)

იანგ ბოისი – შკენდერბიუ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 გავაზაი (51), 1:1 ოაროუ (55), 2:1 ასალე (95)

1.

დინამო

6

4

1

1

15:9

13

2.

პარტიზანი

6

2

2

2

8:9

8

3.

იანგ ბოისი

6

1

3

2

7:8

6

4.

შკენდერბიუ

6

1

2

3

6:10

5

C ჯგუფი

“ბრაგას” შემდეგი ეტაპის საგზური განაღდებული ჰქონდა, ხოლო “ლუდოგორეცს” ამისთვის გასვლაზე ბოლოადგილოსან “ჰოფენჰაიმთან” ქულის მოპოვება სჭირდებოდა, რაც მოახერხა და მე-2 ადგილზე გავიდა.

ბაშაქშეჰირი – ბრაგა 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვისკა (10), 1:1 რ.სილვა (55), 2:1 ემრე (77 პენ.)

ჰოფენჰაიმი – ლუდოგორეცი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ოჩსი (25), 1:1 ვანდერსონი (62)
გაძევება: კესერუ (83 ლ.)

1.

ბრაგა

6

3

1

2

9:8

10

2.

ლუდოგორეცი

6

2

3

1

7:5

9

3.

ბაშაქშეჰირი

6

2

2

2

7:8

8

4.

ჰოფენჰაიმი

6

1

2

3

8:10

5

D ჯგუფი

აეკი სტუმრად “აუსტრიას” უგოლო ფრეს გამორჩა და პლეი-ოფს უწია, ხოლო “რიეკამ” კარი ომახიანად გაიჯახუნა და შინ “მილანს” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

რიეკა – მილანი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პულიჩი (7), 2:0 გავრანოვიჩი (47)

აუსტრია – აეკი 0:0

1.

მილანი

6

3

2

1

13:6

11

2.

აეკი

6

1

5

0

6:5

8

3.

რიეკა

6

2

1

3

11:12

7

4.

აუსტრია

6

1

2

3

9:16

5

E ჯგუფი

ამ ჯგუფშიც ყველაფერი მნიშვნელოვანი გარკვეული იყო. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, თუ ვინ გავიდოდა პირველ ადგილზე და ვინ ბოლოზე. ლიდერთა მატჩში “ატალანტამ” შინ “ლიონს” მინიმალური სხვაობით სძლია და ჯგუფის გამარჯვებულად მოგვევლინა, ხოლო აუტსაიდერთა შორის “ევერტონმა” იძალა და კვიპროსში “აპოლონს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ატალანტა – ლიონი 1:0 (1:0)

გოლი: პეტანია (10)

აპოლონი – ევერტონი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 ლუკმენი (21; 27), 0:3 ვლასიჩი (87)

1.

ატალანტა

6

4

2

0

14:4

14

2.

ლიონი

6

3

2

1

11:4

11

3.

ევერტონი

6

1

1

4

7:15

4

4.

აპოლონი

6

0

3

3

5:14

3


F ჯგუფი

ყველაზე დაძაბული მდგომარეობა ამ ჯგუფში იყო, სადაც ბოლო ტურის წინ სამ გუნდს პლეი-ოფში გასვლის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა. “შერიფი”, რომელიც პირველ ადგილზე იმყოფებოდა, დანიაში “კოპენჰაგენთან” დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. მოსკოვის “ლოკომოტივმა” კი სტუმრად “ზლინი” დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა. 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ, რომელიც ქართველ ფეხბურთელთაგან ეულად შემორჩა ევროპა ლიგას.

ზლინი – ლოკომოტივი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 მირანჩუკი (70), 0:2 ფარფანი (75)
გაძევება: გაჟიჩი (57 ზ.)

კოპენჰაგენი – შერიფი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სოტირიუ (56), 2:0 ლაფტნერი (59)
გაძევება: ხაირო (69 შ.)

78-ე წუთზე ბადიბანგამ (შ) პენალტი ვერ გაიტანა (ძელი)

1.

ლოკომოტივი

6

3

2

1

9:4

11

2.

კოპენჰაგენი

6

2

3

1

7:3

9

3.

შერიფი

6

2

3

1

4:4

9

4.

ზლინი

6

0

2

4

1:10

2


G ჯგუფი

აქაც ორივე 1/16 ფინალისტის ვინაობა გასულ ტურში გაირკვა. “პლზენმა” და “სტიაუამ” ნაადრევად გაიფორმეს მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება.

ბირ შევა – პლზენი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჰეიდა (28), 0:2 ჰორავა (83)

სტიაუა – ლუგანო 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 დაპრელა (3), 0:2 ვეჩეი (32), 1:2 გნოჰერი (60)

1.

პლზენი

6

4

0

2

13:8

12

2.

სტიაუა

6

3

1

2

9:7

10

3.

ლუგანო

6

3

0

3

9:11

9

4.

ბირ შევა

6

1

1

4

5:10

4

H ჯგუფი

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “არსენალმა” “ემირეითს სთედიუმზე” “ბატეს” შავი დღე აყარა და ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. სტუმართა სათადარიგოთა სკამზე პირველად გამოჩნდა ვაკო გვილია, თუმცა თამაშის შანსი არ მისცემია.

პარალელურ კი მეორე საგზურის ბედი წყდებოდა: “ცრვენა ზვეზდამ” ბელგრადში სრნიჩის გოლით “კიოლნს” აჯობა და 1/16 ფინალში გავიდა.

არსენალი – ბატე 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 დებუში (11), 2:0 უოლკოტი (37), 3:0 უილშირი (43), 4:0 პოლიაკოვი (51 ს.კ.), 5:0 ჟირუ (64 პენ.), 6:0 ელნენი (74)

ცრვენა ზვეზდა – კიოლნი 1:0 (1:0)

გოლი: სრნიჩი (22)

1.

არსენალი

6

4

1

1

14:4

13

2.

ცრვენა ზვეზდა

6

2

3

1

3:2

9

3.

კიოლნი

6

2

0

4

7:8

6

4.

ბატე

6

1

2

3

6:16

5

I ჯგუფი

“მარსელი” შემდეგ ეტაპზე რომ გასულიყო, “ზალცბურგთან” შინ ფრეც აწყობდა, რაც წარმატებით მოახერხა და პარალელური მატჩის შედეგს აზრი დაუკარგა, სადაც “ქონიასპორი” სტუმრად “გიმარაეშს” დაუზავდა.

მარსელი – ზალცბურგი 0:0

გიმარაეში – ქონიასპორი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბურაბია (15), 1:1 თურანი (77 ს.კ.)

1.

ზალცბურგი

6

3

3

0

7:1

12

2.

მარსელი

6

2

2

2

4:4

8

3.

ქონიასპორი

6

1

3

2

4:6

6

4.

გიმარაეში

6

1

2

3

5:9

5

J ჯგუფი

ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა ტურნირის მთავარმა აღმოჩენამ, შვედურმა “ოსტერსუნდსმა”, რომელიც ბერლინში “ჰერტას” დაუზავდა. “ბილბაომ” კი რევანში აიღო: უკრაინაში “ზორიას” სძლია და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ზორია – ბილბაო 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ადურისი (70), 0:2 რ.გარსია (86)

ჰერტა – ოსტერსუნდსი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 პაპაგიანოპულოსი (58), 1:1 პეკარიკი (61)

87-ე წუთზე ნურმა (ო) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

1.

ბილბაო

6

3

2

1

8:5

11

2.

ოსტერსუნდსი

6

3

2

1

8:4

11

3.

ზორია

6

2

0

4

3:9

6

4.

ჰერტა

6

1

2

3

6:7

5

K ჯგუფი

უმოტივაციო ლიდერებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს და ორივემ წააგეს. “ვიტესმა” კასტაინოსის გოლით “ნიცა” დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. გურამ კაშიამ სრულად ითამაშა.

მეორე მატჩში “ვარეგემმა” უხვგოლიან მატჩში შინ ლიდერ “ლაციოს” სძლია და მე-3 ადგილი შეინარჩუნა.

ვიტესი – ნიცა 1:0 (0:0)

გოლი: კასტაინოსი (85)

ვარეგემი – ლაციო 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 დე პაუ (6), 2:0 ჰეილენი (60), 2:1 კაისედო (67), 2:2 ლეივა (76), 3:2 ლეია (83)

1.

ლაციო

6

4

1

1

12:7

13

2.

ნიცა

6

3

0

3

12:7

9

3.

ვარეგემი

6

2

1

3

8:13

7

4.

ვიტესი

6

1

2

3

5:10

5

L ჯგუფი

ლიდერების მატჩში “ზენიტმა” “ანოეტაზე” “სოსიედადი” დაამარცხა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა, ხოლო აუტსაიდერების დაპირისპირებაში “ვარდარმა” შინ “როსენბორგს” ფრედ ეთამაშა და პირველი ქულა მოიპოვა. მაკედონიელთა რიგებში ჯაბა ჯიღაური 84-ე წუთზე გამოჩნდა.

ვარდარი – როსენბორგი 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 იტალო (9), 1:1 ბენდტნერი (45+2 პენ.)

სოსიედადი – ზენიტი 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ეროკინი (35), 1:1 ვილიან ჟოზე (58), 1:2 ივანოვიჩი (64), 1:3 პარედესი (85)

1.

ზენიტი

6

5

1

0

17:5

16

2.

სოსიედადი

6

4

0

2

16:6

12

3.

როსენბორგი

6

1

2

3

6:11

5

4.

ვარდარი

6

0

1

5

3:20

1

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:20 | 08.12.2017
კორბენ ცრუმართალა (13790)

იტალიელებს მოშნი დესანტი ეყოლებათ პლეიოფში - მილანი, ატალანტა, ლაციო, ნაპოლი. სხვა საქმეა, თუ რამდენად სერიოზულად უყურებენ მაგ ტიტულს. 20 წელია იკიდებენ
ასევე რუსებიც - ლოკომოტივი, ზენიტი, სპარტაკი, ცსკა... მთელი საღორეთის საფეხბურთო ელიტა მანდაა
ასტანაც რო გავიდა, თუ მიაქციეთ ყურადღება ? საღოლ ყაზახებს.

13:47 | 09.12.2017
Beka-1991 (557)

არცერთი იტალიური გუნდი არ მოიკლავს თავს. რატომღაც მგონია, რომ ატლეტიკო და არსენალი იქნებიან დაგეშილი უფრო. ვენგერას სიბერეში ხო უნდა ერთი ევროპული ტიტული მაინც

სტატისტიკა
0.18982