ფეხბურთი

22:58 | 7.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანდრევა მაურო იკარდის "დაემუქრა"

დამდეგ უიქენდზე იტალიური ფეხბურთის მთავარი ყურადღება ტურინისკენ იქნება მიმართული, სადაც “იუვენტუსი” “ინტერს” უმასპინძლებს. ეს თამაში დიდ ინტერესს სატურნირო მდგომარეობიდანაც იწვევს – “ნერაძური” გათამაშებას ლიდერობს და “ბებერ ქალბატონს” ორი ქულით უსწრებს.

Pრემიუმ შპორტ-ს “ინტერის” ნახევარმცველი ანტონიო კანდრევა ესაუბრა, რომელიც მაურო იკარდის დაემუქრა, თუ “იუვენტუსის” კარში გოლის გატანას ვერ შეძლებს.

“ინტერის” წარმატების საიდუმლო მუშაობა და თავმდაბლობაა. ჩვენ ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრები ვართ. ასევე, ლუჩანო სპალეტის წვლილიც დიდია. “იუვენტუსთან” განსაკუთრებული მატჩია, რომლიც დროსაც კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკურ დატვირთვასაც.

იმედია, მაურო იკარდი ტურინში გოლს გაიტანს. თუ ამას ვერ შეძლებს, ჩემს სახლში არასდროს შემოვუშვებ”, - იხუმრა კანდრევამ.

“იუვენტუსისა” და “ინტერის” შეხვედრა 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.114136