ფეხბურთი

21:45 | 7.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკის” ორი ანტირეკორდი

რუსეთის ჩემპიონმა მოსკოვის “სპარტაკმა” ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” (0:7) მარცხის შემდეგ ორი ანტირეკორდი დაამყარა. ერთი პირადი, მეორე კი – ქვეყნის.

“სახალხო გუნდმა” “ენფილდზე” ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა ევროსარბიელზე. გარდა ამისა, არცერთ რუსულ გუნდს აქამდე 0:7 არ ჰქონდა წაგებული. “სპარტაკმა” ცსკა-სა და “დინამოს” ანტირეკორდები მოხსნა. პირველმა 1992-1993 წლების სეზონში “მარსელთან (0:6), ხოლო მეორემ იმავე ანგარიშით ერთი წლის შემდეგ “აინტრახტთან” წააგო.

საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე დიდი სხაობა სწორედ 7:0 იყო. ეს ანგარიში ორჯერ დაფიქსირდა და ორჯერვე “ლივერპულმა” გაიმარჯვა (“მარიბორთან” და “სპარტაკთან”).

0.115649