იტალიურმა “რომამ” და არგენტინელმა ნახევარმცველმა დიეგო პეროტიმ თანამშრომლობა გაახანგრძლივეს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის თანახმად რომაელთა რიგებში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.
პეროტი “რომაში” 2016 წელს “ჯენოადან” გადავიდა და მას შემდეგ დედაქალაქელთა მაისურით ჩატარებულ 78 მატჩში 17 გოლი გაიტანა.