ბათუმის საჭადრაკო კლუბმა "ნონა"-მ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში. გამარჯვებულმა გუნდმა შვიდი მატჩიდან ექვსი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.
გუნდის შემადგენლობა: დავით ჯოჯუა,დავით მაღალაშვილი, კონსტანტინე შანავა, დავით ბენიძე, ნინო ბაციაშვილი,ბელა ხოტენაშვილი; გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე.
მეორე ადგილზე 11 ქულით რუსთავის "რუსთავი" გავიდა-შემადგენლობა:ლუკა პაიჭაძე, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, ზურაბ სტურუა, ინგა ჭარხალაშვილი,ქეთი წაწალაშვილი; გუნდის კაპიტანი ზურაბ სტურუა.
მესამე ადგილზე 10 ქულით თბილისის "თბილისი" განთავსდა. შემადგენლობა:ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე, შოთა აზალაძე, ირაკლი ბერაძე, სოფიო გვეტაძე, ნინო ხომერიკი; გუნდის კაპიტანი ლევან ფანცულაია.
თავიანთ დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს:
I ვაჟთა - ლუკა პაიჭაძე (რუსთავი) – 6 ქულა;
II ვაჟთა - დავით მაღალაშვილი (ნონა) – 5,5 ქულა;
III ვაჟთა - კონსტანტინე შანავა (ნონა) – 6 ქულა;
IV ვაჟთა - ნიკა ღვამბერია (მოაზროვნე თაობა) - 5,5 ქულა;
V ქალთა - სოფიო გვეტაძე (თბილისი) – 5 ქულა;
VI ქალთა - ბელა ხოტენაშილი (ნონა) – 6 ქულა;
ასპარეზობაში ქვეყნის სხვადახვა რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა. გამარჯვებული გუნდი 15 000 ლარით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე გასული - 10 000 ლარით, ხოლო მესამეადგილოსანი - 5 000 ლარით.
ჩემპიონატში მონაწილე გუნდების შემადგენლობაში 6 მოჭადრაკე ასპარეზობდა: I-IV დაფა-ვაჟები, V-VI დაფა ქალები.
gcf.org.ge