თამაშგარე

15:44 | 7.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ“ მარიკას იმედები ვერ გაამართლა

მტერს და ავს გუშინ იტალიურ “ნაპოლის“ რაც დაემართა. ვერ გასჭრა ნეაპოლელ შამანთა შელოცვამ და ვერც მკერდდიადი მარიკა ფრუშოს დანაქადნები გამართლდა - მე ქალი არ ვიყო, მცირე სასწაული თუ არ მოხდეს და ჩემი ნეაპოლიტანელი ბიჭები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თუ არ ვიხილოთო.

საერთოდ, მარიკას ახასიათებს მის საყვარელ კლუბზე გადაჭარბებული წარმოდგენა და რატომღაც სულ ფიქრობს, რომ “ნაპოლისაც“ მისი მკერდივით დიდი წონა და ილაჯი აქვს, მაგრამ საქმე-საქმეზე როდესაც მიდგება, აპენინებში თუ ევროტურნირებზე, მისი ნაქები გუნდი მუდამ პირში ჩალაგამოვლებული რჩება ხოლმე.

ისე კი, ადრეც გვითქვამს და ახლაც არ დავიღლებით იმის თქმით, რომ შესაშურია მარიკა ფრუშოს “ნაპოლისადმი“ სიყვარული და ერთგულება. ნეტა ამ იტალიელი მკერდზანზარა და ბარძაყჩადგმული მოდელის სიჯიუტე მოგვცა ქართველ ქომაგებს და რაღა გვიჭირდა...

0.272054