კალათბურთი

10:46 | 7.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას მხრის ტრავმამ “შარლოტთან” ხელი შეუშალა (+VIDEO)

ნატკენი მხრის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიამ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა “შარლოტთან” შეხვედრის მე-5 წუთზე მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა. სავარაუდოდ, ქართველმა ცენტრმა თავი არაკომფორტულად იგრძნო და მწვრთნელებმა ის დაასვენეს.

5 წუთში ფაჩულიამ 3 მოხსნა მოაგროვა, 1 ბურთი ააცილა და 1 დაკარგა. “გოლდენ სტეიტი” თამაშობდა ტრავმირებული სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინის გარეშე, თუმცა კევინ დიურანტის სამმაგი დუბლით (35 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი) მაინც მოახერხა “შარლოტის” სტუმრად დამარცხება – 101:87.

20 მოგებითა და 6 მარცხით “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 8 დეკემბერს, დეტროიტში, “პისტონსთან” გამართავენ.

gbf.ge

0.116091