ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო მეკარე გამოავლინა. აღნიშნული წოდება მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯ მანუელ ნოიერს ერგო.
საგულისხმოა, რომ გამოკითხვაში ახლო წარსულში ცნობილი მეკარეები მონაწილეობდნენ: ლიონელ ლეტიცი, ფრანჩესკო ტოლდო, მარკ შვარცერი, ზეპ მაიერი და სანტიაგო კანისარესი - სწორედ მათ შეარჩიეს წლის 10 საუკეთესო კიპერი.
ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
მანუელ ნოიერ (“ბაიერნი”, გერმანია)
ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია)
ტიბო კურტუა (“ჩელსი”, ბელგია)
უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, საფრანგეთი)
იან ობლაკი (“ატლეტიკო”, სლოვენია)
კეილორ ნავასი (“რეალი”, კოსტა-რიკა)
დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”, ესპანეთი)
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”, გერმანია)
სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”, სლოვენია)