ფეხბურთი

22:00 | 6.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე დააჯარიმეს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა 8, 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.

ფინანსური სასჯელის მიზეზი პრემიერლიგის მე-14 ტურში “სუონსისთან” მსაჯების მიმართ გამოხატული პროტესტი გახდა, რის გამოც იტალიელი მაშინ გააძევეს კიდეც.

აღსანიშნავია, რომ კონტე მხოლოდ ფინანსური ჯარიმით დაისაჯა და დისკვალიფიკაციას გადაურჩა. გარდა ამისა, “ჩელსის” თავკაცმა მომხდარის გამო ბოდიშიც მოიხადა.

0.117017