საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა ფრანგულ “სტრასბურში” მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა კი ფიბას ჩემპიონთა თასზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
სტრასბურგელებმა თურქულ “ბანვითს” უმასპინძლეს და 87:72 სძლიეს, დიქსონი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაიკლმა მოედანზე 16:52 წუთი გაატარა და 14 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. დიქსონმა 3-ვე ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ამერიკელი უკანახაზელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რითაც ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ დარიონ ატკინსს (23 ქულა) ჩამორჩა.
“სტრასბურგმა” 5 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა, მომდევნო მატჩს კი 12 დეკემბერს, სლოვენიაში, “ოლიმპიასთან” გამართავს.
gbf.ge