ფეხბურთი

17:46 | 6.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

15-წლამდელთა ტურნირი: საქართველომ ბელარუსსაც მოუგო

თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი 15-წლამდელთა ნაკრებებს შორის. ოთხთა ტურნირში მონაწილეობენ საქართველო, ლიტვა, თურქეთი და ბელარუსი.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილებმა ორი მატჩიდან ორივე მოიგეს. პირველ ტურში 6:0 სძლიეს ლიტვას, ხოლო მეორე ტურში 2:1 აჯობეს ბელარუსს. საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ხარატიშვილი, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ფერცულიანი, უბილავა, გაგნიძე, ჩხეტიანი, აბუაშვილი, ქუნთელია, მამაგეიშვილი, ჯიბლაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ვაზაგაშვილი, ბეჭვაია, სიხარულაშვილი, თაგორაშვილი, დევიძე.

ქართველთაგან გოლები ნიკა სიხარულაშვილმა და გიორგი აბუაშვილმა მიითვალეს.

საქართველოს ნაკრების მსგავსად ექვსი ქულა აქვთ თურქებსაც: ბელარუსს 2:0, ხოლო ლიტვას 2:1 მოუგეს.

8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება. ქართველებს ტურნირის მოსაგებად ფრეც ხელს აძლევთ.

0.109446